ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებენ

ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებენ

ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებენ. 
მონიტორინგის დაწყების შესახებ დღეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი დ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, შომბი შარპი განაცხადებენ. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან მედიამონიტორინგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები: “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, ”ინტერნიუს - საქართველო” და “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”.