პარლამენტმა პრეზიდენტს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებათა პაკეტი გადაუგზავნა

პარლამენტმა პრეზიდენტს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებათა პაკეტი გადაუგზავნა

პარლამენტმა პრეზიდენტს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებათა პაკეტი გადაუგზავნა. ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ პარლამენტის ახლად მიღებული კანონი მათთან უკვე შესულია. 

საკანონმდებლო ორგანომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. ოპოზიციას განხორიელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რის გამოც პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პირველ პირს გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა აქვს, შესაბამისად, პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ ვეტოს დაადებს, სწორედ აღნიშნულ ვადაში გახდება ცნობილი. 

პრეზიდენტის პოზიციაა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღოს. ამ მიზნით გიორგი მარგველაშვილმა ერთი შეხვედრა უკვე გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როგორც პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებამდე ქვეყნის პირველი პირი არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთ აუდიენციას გეგმავს.