საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დააყენებს

საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დააყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, რომელიც მედიაში გავრცელდა, „ზედმეტ შეფასებებს არ აკეთებს“.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სიას, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ეს არის ის გუნდი, რომელიც უნდათ და მხარს დაუჭერენ, თუ არა. მე ზედმეტ შეფასებას არ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, სურათი ცხადზე ცხადია და ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულიად განსხვავებულად, დაპირისპირებისა და ბოღმის გარეშე შეძლებს საქმეს გააკეთებს და ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დააყენებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.