„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი , გიორგი ვაშაძე აპირებს, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი დაუჭიროს.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ეს არ არის საუკეთესო მოდელი, რომელიც საქართველოში უნდა იყოს, თუმცა „დღევანდელი კონსტიტუციური ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ნაბიჯი გადავდგათ შემდგომი დემოკრატიზაციისკენ“.
„რაც ყველაზე მთავარია, ასევე იმისკენ, რომ საზოგადოების ინტერესები უკეთესად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომ ვაპირებ, რომ მხარი დავუჭირო. თუმცა, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ეს მომავალში სრულ დახვეწას და შეცვლას საჭიროებს, იმიტომ რომ მოქალაქეების ინტერესი პარლამენტში უკეთესად იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.