ზურაბ ჯაფარიძე:   ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური არანაირად არ არის

ზურაბ ჯაფარიძე: ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური არანაირად არ არის

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი არანაირად არ არის არაკონსტიტუციური.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არსებული საარჩევნო სისტემა არის უსამართლო, დღეს არსებული მოდელი არის უსამართლო და ის აძლევს საშუალებას ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება „როცა არ აქვს მოსახლეობის“ სერიოზული ნაწილის მხარდაჭერა“.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი არანაირად არ არის არაკონსტიტუციური.

„ჩვენც გვაქვს დარეგისტრირებული ჩვენი ინიციატივა და თუ დავინახავთ, რომ “გერმანულ მოდელს”, ან ჩვენს ინიციატივას ექნება რაიმე ფორმით გასვლის შანსი ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ერთსაც და მეორესაც მხარს დავუჭერთ, ცხადია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.