2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე 9 ათასი სამხედრო გადაისროლა

2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე 9 ათასი სამხედრო გადაისროლა

2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე 9 ათასი სამხედრო გადაისროლა. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ საუბარში ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა სრულიად კანონიერი იყო. ჩიჟოვის ინფორმაციით, ყირიმის კრიზისის პერიოდში ნახევარკუნძულზე 25 ათასი რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

ვლადიმერ ჩიჟოვმა უარყო, რომ ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთში რუსი სამხედროები იმყოფებიან.