ჯაბა სამუშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ჯაბა სამუშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსთან ლევან თევზაიასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სამა მაზრაანის შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის პოლიტიკისა და 2015-2016 წწ.  ბიჯეტის თაობაზე სამა მაზრაანის დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის წარმომადგენელის  შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.

დღესვე მხარეებმა თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის, საბიუჯეტო დეფიციტების, ასევე ბიუჯეტისა და ინფორმაციის გამჭირვალობის თაობაზე ისაუბრეს  და ამასთან,   ყურადღება თბილისისა  და ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობების  ბიუჯეტებს შორის არსებულ განსხვავებებსა და თავისებურებებზე  გაამახვილეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ყველა დასმულ შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცა.