საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ახალციხის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 16 კმ-ში, ხოლო სოფელ აწყურიდან 3 კმ-ში დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას რაიმე უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია.