თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საკრებულოს კომისიის გასვლითი სხდომა პირველად გაიმართა

თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საკრებულოს კომისიის გასვლითი სხდომა პირველად გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიულისაქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის და განათლებისა და კულტურის კომისიისთავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის ახლადაშენებულ 128-ესაბავშვო ბაგა-ბაღში კომისიის გასვლითი სხდომა პირველად გაიმართა.

სხდომაზე  კომისიის წევრებმა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს2016 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

საკითხის განხილვაში კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობა საკრებულოს დეპუტატებმა,საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისწარმომადგენელმა ქეთევან ტომარაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა პეტრე კანკავამ, ასევე მერიისა და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბაგა-ბაღების დირექტორებმა და კომისიასთანარსებული სათათბირო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

მოწვეულ სტუმრებს ანგარიში ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვისხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ წარუდგინა, რომელმაც ყურადღება როგორცინფრასტრუქტურულ, ისე სააღმზრდელო-მეთოდოლოგიურ და საკადრო მიმართულებითგანხორციელებულ სამუშაოებზე გაამახვილა.

თორდინავას განცხადებით, პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 99%-სშეადგენს და ამასთან, 2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ახალიადმინისტრაციის პირობებში, ბაღებში სხვადასხვა პოზიციაზე 800-ზემეტი ადამიანიადასაქმებული. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადდა 60ფსიქოლოგი, 30 ლოგოპედი, 128-ე, 132-ე და 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელები დააღმზრდელის თანაშემწეები.

თორდინავას თქმით, 2016 წლის თებერვლიდან შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვობაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზარდა.

სააგენტოს ხელმძვანელმა გასვლით სხდომაზე 2016 წლის I კვარტალში განხორციელებულინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის Iკვარტალში 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი, 132-ე დახურული ბაღი და 109-ე ბაღის დახურულიფლიგელი გაიხსნა. მისივე განცხადებით, მოქალაქეთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,გაიზარდა საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა და წელს უკვე 25-ის ნაცვლად ზაფხულისსეზონისთვის ბავშვებს უკვე 40-ზე მეტი საბავშვო ბაგა-ბაღი მიიღებს.

ანგარიშის დასრულების შემდეგ სხდომა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებისმიერ დასმულ ყველა კითხვას ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხიგასცა.

კომისიის წევრებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობაგადაუხადეს და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სააგენტომ ინფრასტრუქტურულ, სააღმზრდელო-მეთოდოლოგიურ და საკადრო მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა დამნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისივე ინფორმაციით, თბილისელი ოჯახებისთვისმომავალში დამატებით კიდევ ბევრი ახალი სერვისი იქნება შეთავაზებული. დასასრულს,სხდომის მსგავსი ფორმატი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს და მომავალში მსგავსიპრაქტიკის დამკვიდრების სურვილი გამოთქვეს.