გამომძიებლებმა ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილის - მუჰამედ აბრინის წერილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. გავრცელებული ცნობით, წერილი ნაგვის ურნაში გადაგდებულ კომპიუტერში იყო. წერილში აღნიშნულია, რომ იგი ისურვებდა მოწამეობრივი სიკვდილით მომკვდარიყო.
როგორც გამომძიებლები ამბობენ, ეჭვმიტანილს კომპიუტერიდან აღნიშნული წერილის წაშლა უცდია. აღსანიშნავია, რომ მუჰამედ აბრინი ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილებს შორის ერთადერთია, ვინც ცოცხალი გადარჩა.
გამომძიებლების ცნობით, იგი პარიზში გასულ წელს მომხდარი ტერატის განხორციელებაშიც მონაწილეობდა.
ბრიუსელის ტერაქტი 22 მარტს განხორციელდა. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აეროპორტში, კიდევ ერთი კი ბრიუსელის მეტროში გააქტიურდა. შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250 კი, დაშავდა.