მთავრობამ სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

მთავრობამ სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო. 
 საქართველოს მთავრობის შესაამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 ”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

 შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. შედეგად 1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.