ადვოკატები ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს მოინახულებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულთა ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ის ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძესთან ერთად მსჯავრდებულებს შეხვდება და მათ მდგომარეობას გაეცნობა. ადვოკატები ე.წ. გლდანის #8 დაწესებულებასთან ამ წუთებში იმყოფებიან.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.