საკრებულოს სხდომაზე დაწყებული დაპირისპირება ამჯერად დერეფანში გრძელდება

საკრებულოს სხდომაზე დაწყებული დაპირისპირება ამჯერად დერეფანში გრძელდება

საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნულის გამო დაცვის თანამშრომლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

ამ დროისთვის დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ, დერეფანში გრძელდება.

რაც შეეხება თავად სხდომას, რომელზეც თბილისის მერ დავით ნარმანიას უსმენენ და რომელიც სხდომაზე არასამთავრობოთა ერთი ნაწილის ხმაურით შესვლის გამო შეწყდა, რამდენიმე წუთის წინ განახლდა.