საკრებულოს სხდომაზე ”პარტიზანი მებაღეების” შესვლის გამო დავით ნარმანიას მოსმენა დროებით შეწყდა

საკრებულოს სხდომაზე ”პარტიზანი მებაღეების” შესვლის გამო დავით ნარმანიას მოსმენა დროებით შეწყდა

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მოსმენა დროებით შეწყდა. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე რამდენიმე ”პარტიზანი მებაღის” ხმაურით შესვლა იყო. აქციის მონაწილეთა პლაკატებით გამოჩენას სხდომათა დარბაზში არეულობა მოჰყვა, რის გამოც თბილის მერი იძულებული გახდა ანგარიში შეეწყვიტა.

სხდომათა დარბაზში ამ დრომდე ხმაურია. ვითარების დასტაბილურებას პოლიციელები ცდილობენ.