“ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში თითქმის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაკარგა

“ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში თითქმის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაკარგა

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ კუკის განცხადებით, ჯიჰადისტებმა ნავთობის საცავებზე წვდომა დაკარგეს.

როგორც euroline.ge წერს, მისივე თქმით, ”ისლამურ სახელმწიფოს” ასევე ფინანსური დახმარების მიღების ყველა წყარო ჩაკეტილი აქვს.

”ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ამერიკის შეერთებული შტატების ანტიჯიჰადისტური კოალიციის ქმედებების შედეგად ერაყში დაპყრობილი ტერიტორიების 45% დაკარგა. სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” დანაკარგმა დაპყრობილი მიწების 16%-20% შეადგინა”, - წერს სააგენტო.