დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და ორგანიზაციაში თურქეთის შესვლა, ევროპის განვითარებისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება.
აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, "რესპუბლიკელების“ ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა Monde-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ყველანაირად ვეწინააღმდეგები ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას და იმის გათვალისწინებით, რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი, გეტყვით - ევროპისთვის იქნება უარესი, თუ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება. ვთავაზობ, შეიქმნას "ევრო-შენგენი-ხელისუფლება", სადაც შევლენ შენგენის ზონის წევრი ქვეყნები სტაბილური პრეზიდენტის მეთაურობით და რომელსაც ევროპის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ზე მმართველობა ექნება“, - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება.