”პარტიზანი მებაღეები” დავით ნარმანიასთან შეხვედრის მიზნით საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებენ

”პარტიზანი მებაღეები” დავით ნარმანიასთან შეხვედრის მიზნით საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებენ

თბილისის საკრებულოსთან შეკრებილი ”პარტიზანი მებაღეები” საპატრულო პოლიციის მოწოდების მიუხედავად, დაეტოვებინათ ტერიტორია, დაშლას არ აპირებენ.

როგორც ერთ-ერთმა ”პარტიზანმა მებაღე” ნატა ფერაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, ისინი საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებენ.

”აუცილებლად უნდა შევიდეთ სხდომაზე და იქ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია”, - განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცველების მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვოთ, ”პარტიზანი მებაღეების” შეფასებით, პოლიცია მათ სიტყვის თავისუფლების უფლებას უზღუდავს.

”გვაიძულებენ დაშლას. პირდაპირი მოწოდებაა, რომ მათ, ვინც არ დატოვებს ტერიტორიას, 173-ე მუხლით დააკავებენ , რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ეს არის ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების უფლების დარღვევა”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მარიან ყანჩაველმა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთში თბილისის მერ დავით ნარმანიას ელოდებიან. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისე ”პარტიზან მებაღეებს” მასთან კითხვები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით აქვთ.