საპატრულო პოლიცია საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

საპატრულო პოლიცია საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

საპატრულო პოლიცია თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

საკრებულოსთან ”პარტიზანი მებაღეები” არიან შეკრებილნი, რომლებიც დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის, დავით ნარმანიას მისვლას ელოდებიან.

სამართალდამცველების განცხადებით, იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირზე მეორე აქციაცაა დაგეგმილი, შესაძლოა რაიმე ექსცესს ჰქონდეს ადგილი, რის გამოც მომიტინგეებს საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიის დაშლა თხოვენ, თუმცა აქციის მონაწილეები ამ ეტაპისთვის მათ თხოვნას არ ემორჩილებიან.

როგორც მომიტინგეები აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არღვევს მათ უფლებას და არ აძლევს თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალებას.

რაც შეეხება უშუალოდ ”პარტიზანი მებაღეების” მოთხოვნას, ისინი ბოტანიკური ბაღისთვის იმ ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც ცოტა ხნის წინ სხვა ტერიტორიაში გაიცვალა.

”ჩვენ მოვითხოვთ, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ისევ ბოტანიკურ ბაღს გადაეცეს, გზას კი დაუბრუნდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც იქ მშენებლობას გამორიცხავს”. - განუცხადა ჟურნალისტებს ”პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ.