მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტი სტუმარი უერთდება საქართველოში ოჯახური კულტურის მხარდამჭერ აქციას

მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტი სტუმარი უერთდება საქართველოში ოჯახური კულტურის მხარდამჭერ აქციას

მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტი სტუმარი უერთდება საქართველოში ოჯახური კულტურის მხარდამჭერ აქციას, - ამის შესახებ ”დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ვარდების მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ მონაწილეობას იღებს უწმინდესის მიერ დაარსებული დღის აღნიშვნაში.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, ასევე სხვადასხვა ტაძრების მრევლი მონაწილეობს. მსვლელობას საეკლესიო ბაირაღებით წინ მიუძღვიან სტიქაროსნები, რომლებიც მოძრაობა „დავითიანნის“ წევრები არიან.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი თბილისში მცხეთიდან მსვლელობით შემოაბრძანეს.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს მრევლს, მორწმუნეებს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ აწყურის ღვთიმსშობლის ხატის ასლები, ისინი ოჯახებთან, შვილებთან ერთად იმყოფებიან. მსვლელობაში ასევე ჩოხოსნებიც მონაწილეობენ.