აქციის ადგილი და სივრცე არ უნდა იყოს მიზანი, რომ ამას რაღაც დაპირისპირება მოჰყვეს

აქციის ადგილი და სივრცე არ უნდა იყოს მიზანი, რომ ამას რაღაც დაპირისპირება მოჰყვეს

აქციის ადგილი და სივრცე არ უნდა იყოს მიზანი იმისა, რომ შემდგომ ამას რაღაც დაპირისპირება მოჰყვეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე კრიტიკას, რომელიც საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის, 17 მაისის აღნიშვნას უკავშირდება.

„თუ ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრები და არსებობს აქციის და კონტრაქციის საფრთხე, რაც უცებ დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს, გამოხატვის თავისუფლებას არავინ არავის უკრძალავს, მაგრამ უნდა გვქონდეს განცდა იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლებაც რაღაც ისეთ ფარგლებში მოექცეს, რაც ერთი მხრივ, მათ საშუალებას მისცემს საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და მეორე მხრივ, ამას არ მოყვება წინააღმდეგობა და ურთიერთდაპირისპირება“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დეპუტატის თქმით, როცა გარკვეულ საკითხებთან დაკაშირებით არსებობს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები, სახელმწიფოს ამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების რაღაცა დოზით დაშორიშორების პოზიტიური ვალდებულება გააჩნია.