აზერბაიჯანული და სომხური მხარეები კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ბრალდებით გამოდიან

აზერბაიჯანული და სომხური მხარეები კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ბრალდებით გამოდიან

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს კვლავ ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარე დღეს დილით აზერბაიჯანის პოზიციებს თავს დაესხა, რასაც ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოფიციალური ერევნის განმარტებით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გუშინ გვინ ღამით გახსნეს და ჯარისკაცი, 20 წლის ხაჩატურ არუტუნიანი, მოკლეს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემდეგ პირველად, გუშინ საღამოს, ვენაში შეხვდნენ. მოლაპარაკება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამდგომლობით გაიმართა. შემდეგი რაუნდი ივნისის თვეში ჩაინიშნა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი აპრილის დასაწყისში გამწვავდა. შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ორივე მხარემ 100-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა.