ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

„თავისუფალი დემოკრატეების“ ლიდერი ირაკლი ალასანია არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე.წ. კაბელების საქმით დაინტერესებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ალასანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ალასანიამ არასამთავროებს მიმართა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, შენდება თუ არა ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფო.

„ჩვენ განსაკუთრებით გვინდა დეტალურად აგიხსნათ ჩვენი პოზიციები, სამართლებრივი ნაწილი, ამ პროცესის პოლიტიკური შემადგენელი და მინდა საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ანალიზის გაკეთების საშუალება, რადგან გუშინ ვიხილეთ ტყუილის ტირაჟირება. ჩვენ გვინდა საზოგადოებას მივცეთ საშუალება საკუთარი აზრის ფორმირებაში ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, ამიტომ გთხოვეთ დღეს მობრძანება“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეხვედრა, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით იმართება და მას პარტიის ლიდერებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ვისურვებდი გუშინ მე ვყოფილიყავი დაკავებული“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს გუშინ სასამართლომ 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.