საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს. როგორც მათ აღნიშნეს, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში.
მათივე თქმით, ვიზტის ფარგლებში შეხვდნენ ძალიან ცნობილ სპეციალისტებს, დიპლომატებს. ჯაფარიძემ და აბაშიძემ ვიზიტს წარმატებული და საინტერესო უწოდეს. როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრების დროს საუბარი იყო სხვადასხვა თემაზე, საქართველოს მომოვალზე, დემოკრატიაზე, ევროპასთან, რუსეთთან ურთიერთობაზე.
„საუბარი იყო საქართველოში იმ დიდ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. იყო გარკვეული შეკითხვები. მთავარი თემა იყო ურთიერთობა რუსეთთან. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილი, რომელიც მივიღეთ და რომლის შეჯამება შეიძლება, რომ გააგრძელეთ დიალოგი რუსეთთან თქვენი სტრატეგიული ინტერესების დათმობის გარეშე. ჩვენი ვიზიტი იყო წარმატებული და გაგრძელება პრემიერ-მინისტრის ვიზიტისა, რომელიც იმ პერიოდში აშშ-ში გაიმართა“, - განაცხადა ჯაფარიძე.