რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "ვაშინგტონში არის განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა".
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ, აშშ-ში კარგი ფონი დახვდა.
"ძალიან კარგი ფონი დაგვხვდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელეთ პრემიერის ვიზიტის შემდგომი ეტაპი. აქცენტით კვლევით ცენტრებზე გაკეთდა. შევხდით ცნობილ სპეციალისტებს, დიპლომატებს, შეხვედრები გაიმართა თეთრ სახლიში სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გაიმართა დიალოგი", - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, აშშ-ში კარგად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა საგარო პოლიტიკის თვალსაზრისით და ამ ხმრივ, სრული მხარდაჭერაა.
"იყო ინტერესი, თუ როგორ მიმდინარეობს დიალოგი რუსეთთან. ჩვენი ამერიკელების რეკომენდაციაა, რომ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, შევეცადოთ შეხების წერტილები გამოვნახოთ და შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ მოგვარებადი პრობლემები სახელმწიფო ინტერესების შელახვის გარეშე", - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ვაშინგტონში არის ასეთი განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა.
"საქართველო გამოირჩევა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით და ევროპული და ევროატლანტიკური კურსის წარმატებული განხორციელების თვალსაზრისით. ითქვა ის, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა", - აღნიშნა აბაშიძემ.