"ალ ქაიდა“ "ისლამურ სახელმწიფოს“ უპირისპირდება

ტერორისტული დაჯგუფება "ალ ქაიდა“ „ილსამურ სახლემწიფოს“ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონკურენციას გაუწევს.

გამოცემა The New York Times ევროპელ და ამერიკელ სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ დაჯგუფების ტერორისტები პაკისტანიდან სირიაში გადავიდნენ და იქ შტაბბინის შექმნას გეგმავენ.

გამოცემის ცნობით, ტერორისტები ვარაუდობენ რომ ახლოაღმოსავლეთის სახელმწიფო ტერორისტებისთვის ევროპასა და ამერიკაზე განსახორციელებელი თავდასხმებისთვის პლაცდარმი გახდება და ხელს შეუწყობს დაჯგუფების რიგებში მეზობელი ქვეყნებიდან - თურქეთიდან, იორდანიიდან და ლიბანიდან ახალი წევრების მიზიდვას.

სირიაში „ალ ქაიდას“ შესაძლო ლიდერად ეგვიპტის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი საიფ ალ-ადლია სახელდება, რომელიც ყველაზე საშიშ და ძებნილ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი.