საბერძნეთმა და თურქეთმა კვიპროსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

საბერძნეთმა და თურქეთმა კვიპროსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი და თურქული მხარის ლიდერი მუსტაფა აკინჯი შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის მოგვარებას ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია - Cyprus Mail ავრცელებს.

"დღეს ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებების დაწყების წლისთავს აღვნიშნავთ. ერთობლივი განცხადების საფუძველზე გაცნობებთ, რომ ჩვენ კონფლიქტის დარეგულირებას ვცდილობთ და კმაყოფილებას გამოვთქვამთ მიღწეული პროგრესის გამო. ჩვენი საერთო მიზანია, არაწამგებიანი გადაწყვეტილების მიღება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გაერთიანებული კვიპროსის ინტერესები და უფლებები“, - აღნიშნულია ორმხრივ განცხადებაში.

ცნობისთვის, კვიპროსის ლიდერების მომდევნო შეხვედრა 27 მაისს არის დაგეგმილი. ax