ვახუშტი მენაბდე:   სახელმწიფო სრულიად უუნაროა

ვახუშტი მენაბდე: სახელმწიფო სრულიად უუნაროა

ბოლო წლებში ვნახეთ, რომ 17 მაისს სახელმწიფოს როლი უფრო და უფრო მცირდება და წელს ეს სრულიად გაუქმდა. ასე გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ლგბტ აქტივისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის ჩასატარებლად სახელმწიფომ მათ უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა.

„ეკლესიის მიერ ყველა მნიშვნელოვან პუნქტში აქციის გამართვა აჩვენებს, რომ ისინი საჯარო სივრცის მონოპოლიზაციას ცდილობენ, სადაც ცხადია, უკვე ადგილი აღარ არის არა მხოლოდ განსხვავებული ადამიანების, არამედ სახელმწიფო სრულიად უუნაროა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.