რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სპეციალისტებს აგზავნის. ოსური მედიის ცნობით, ეს არის პირველი მსგავსი შემთხვევა 2008 წლის შემდეგ.
ოფიციალური ვერსიით, განსაკუთრებული რისკის ოპერაციების ჩატარების ცენტრი „ლიდერი“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამნაღმვით სამუშაოებს ჩაატარებს.
ოსური მედია წერს, რომ ოპერაციაში 30 სამხედრო ჩაერთვება. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ერთად, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო სპეციალისტებს ყირიმშიც გააგზავნის.