თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის 20-ზე მეტი წევრი მოკლეს

თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის 20-ზე მეტი წევრი მოკლეს

საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქურთისტანის მუშათა პარტიის 20-ზე მეტი წევრი მოკლეს. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის პროვინცია მარდინსა და შირნაკში ჩატარდა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქურთ სეპარატისტებთან ბრძოლაში 450-ზე მეტი სამხედრო და სამართალდამცველი დაიღუპა.

თურქეთის გენშტაბის ცნობით, ამავე პერიოდის განმავლობაში 4 500-ზე მეტი სეპარატისტის ლიკვიდაცია მოხდა.