მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება

მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება

რამდენიმე გახმაურებული საქმის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა განუცხადა.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, უფლებამოსილების ვადა უახლოეს პერიოდში 60-მდე მოსამართლეს ეწურება, რომელთა შორისაც თამაზ ურთმელიძეც არის.

თამაზ ურთმელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის წინ დაინიშნა. მას უფლებამოსილების ვადა სავარაუდოდ მაისში ეწურება.