მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს.
”ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას. მის სახელს და გვარს ყველა ბოძზე გავაკრავთ.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ და ვეუბნები - მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 5 პირს: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.