პროკურატურას არა მხოლოდ ბოლო ეტაპზე, არამედ მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოში წარვადგინეთ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის იმედი ჰქონდა. სხვა შემთხვევაში სასამართლოში არ წავიღებდით საქმეს, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ მოახდინა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა მთავარი პროკურორის მიერ განაჩენის გაკეთებამდე გაკეთებულმა განცხადებამ, აღლემაშვილმა განმარტა, რომ მთავარი პროკურორი არის ყველა პროკურორის ზემდგომი და მას ჰქონდა ინფორმაცია საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.
„მთავარი პროკურორი არის ყველა პროკურორის ზემდგომი და ბუნებრივია, ის იყო ინფორმირებული საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით უშუალოდ პროკურორებისგან. პროკურატურას არა მხოლოდ ბოლო ეტაპზე, არამედ მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოში წარვადგინეთ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის იმედი გვქონდა“, - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.