შესაძლოა ჩვენ და IRI გამოკითხვას დროის ერთ მონაკვეთში ვატარებთ, მაგრამ კითხვები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, - ამის შესახებ CRRC-ს ხელმძღვანელმა კობა თურმანიძემ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
თურმანიძემ განმარტა, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ჩატარებულ ორ კვლევაში პოლიტიკოსების ”მოწონების” რეიტინგში ერთგან რატომ არის ლიდერი პაატა ბურჭულაძე და მეორეგან დავით ბაქრაძე.
”რესპოდენტებისთვის არ გვიკითხავს, კონკრეტულად ბაქრაძე მოსწონთ თუ არა, ჩვენი კითხვა ზოგადი იყო - რომელიც პოლიტიკოსი მოგწონთ? რესპოდენტებმა ათასამდე პოლიტიკოსი დაასახელეს, მაგრამ როდესაც მონაცემები შევაჯამეთ, ლიდერად დავით ბაქრაძე გამოიკვეთა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი შედეგი იყო. IRI-ის კითხვა კი ბევრად კონკრეტული იყო და პაატა ბურჭულაძე ჩამონათვალშიც სახელდებოდა. ამიტომ, ამ ორი კითხვის შედარება იგივეა, ერთმანეთს ვაშლი და ფორთოხალი რომ შევადაროთ. კითხვის ფორმულირება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვისაც სხვა დეტალები აინტერესებს, აგერ არის IRI და აქ ვართ ჩვენც. იმის აკვიატება, რომ კვლევა ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ტარდება, მაგრამ სხვადასხვა შედეგს ვიღებთ, არასწორია”, - განაცხადა კობა თურმანიძემ.
კომპანია CRRC საქართველოში კვლევებს NDI- ის დაკვეთით ატარებს.