ინგლისში Manchester United-ის სტადიონ „ოლდ ტრაფორდიდან“ მაყურებლის ევაკუაცია საეჭვო ნივთის გამო განხორციელდა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მულაჟი იყო, რის შემდეგაც მაყურებლები სტადიონიდან გაიყვანეს და საეჭვო ნივთი გაანადგურეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის დაცვის კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სტადიონზე ჩატარებული სასწავლო წვრთნების დროს შემთხვევით დატოვა.
შემთხვევის გამო გუშინ „მანჩესტერ იუნაითიდისა“ და „ბორნმუტის“ მატჩი გადაიდო.
”ოლდ ტრაფორდი“ ინგლისში სიდიდით მეორე სტადიონია და 75 600 მაყურებელს იტევს.