ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ჯერ აქციას, შემდეგ კი შეხვედრას გამართავს

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ჯერ აქციას, შემდეგ კი შეხვედრას გამართავს

ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში საჯარო განხილვა გაიმართება. 
შეხვედრა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის თხოვნით დაინიშნა და მას ადგილობრივები დაესწრებიან.
მოსახლეობის ინფორმაციით, განხილვის დაწყებამდე, 11:45 საათზე, სამინისტროს აქციას გამართავენ, უშუალოდ შეხვედრა კი 12:00 საათზე დაიწყება. 
მოსახლეობის მოთხოვნაა, სახელმწიფომ უარი თქვას ქსანი-სტეფანწმინდის გადამცემი ხაზის ”დაუსაბუთებელ პროექტზე, რომელიც ყაზბეგში დიდ პრობლემებს შექმნის“.