მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილის გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, - ამის შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უსამართლოა და შემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გასაჩივრდება.
ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთივე ბრალდებულს მოსამართლემ თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.