ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლემ ბრალდებულების ნაწილის განაჩენის გამოცხადება დარბაზში ატეხილი ხმაურის გამო ვერ შეძლო. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპოდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, მოსამართლემ მხოლოდ ერთი ბრალდებულის განაჩენის გამოცხადება შეძლო, გიზო ღლონტს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა შეეფარდა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში მყოფი, ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ დანარჩენ ბრალდებულებთან დაკავშირებული სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვა ვერ შეძლო. მან დარბაზი დატოვა.
ე.წ. კაბელების საქმეზე 5 ბრალდებულია: ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.
პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება