კვიპროსის რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან წელს კუნძული გააერთიანონ.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, ნიკოს ანასტასიადისმა და მუსტაფა აკინჯიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
მათი ინფორმაციით, სირთულეები კვლავ არსებობს, მაგრამ მხარეები მზად არიან, დასარეგულირებელ საკითხებზე მუშაობა განაგრძონ.
კვიპროსის კუნძულზე ორი სახელმწიფო არსებობს - ესენია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც თურქეთის გარდა არც ერთმა სახელმწიფომ არ აღიარა და რესპუბლიკა კვიპროსი, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული და ევროკავშირშია წარმოდგენილი. 2004 წელს გაერო-მ კვიპროსის გაერთიანების გეგმა შეიმუშავა, თუმცა რეფერენდუმზე რესპუბლიკა კვიპროსის მოსახლეობამ მას მხარი არ დაუჭირა.