"ერთობლივი წინადადების დაყენებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის წინააღმდეგი "ნაციონალური მოძრასბა" არასდროს ყოფილა"-დავით დარჩიაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მათი და პაატა ბურჭულაძის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ამ ახალმა გუნდმა უფრო მკაფიო გზავნილები უნდა ჩამოაყალიბოს.

ის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებისთვის ემზადება და ალიანსში, საარჩევნო ბლოკში არავისთან ყოფნას არ აპირებს.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებასთან ან ერთობლივი წინადადების დაყენებასთან დაკავშირებით კი დარჩიაშვილი ამბობს, რომ პარტია ამ მხრივ თანამშრომლობის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.

ამის მაგალითად მან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით შექმნილ ინტერპარტიულ ჯგუფთან თანამშრომლობა მოიყავნა.

"გარკვეულწილად ბურთი არის ბურჭულაძის მოედანზე. მისი ზოგიერთი განცხადებები საინტერესოა და ემთხვევა ჩვენს შეხედულებებს, მაგრამ მთლიანობაში მან და მისმა გუნდმა მკაფიო გზავნილები უნდა ჩამოაყალიბონ ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე. რაღაცეები მსმენია, მაგრამ საერთო სურათი როგორია არ ვიცით, რომ იყოს ჩვენი მხრიდან ახალი განცხადების სურვილი. ამ ახალმა გუნდმა და მისმა ლიდერმა უნდა გამოკვეთონ საით მიდიან",-აღნიშნა დარჩიაშვილმა