იემენის საპორტო ქალაქ მუკალაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა”ალ არაბია” ავრცელებს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა. შემთხვევა პოლიციის სამართველოსთან ახლოს მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო.
ეს უკანასკენელ პერიოდში ქალაქში მომხდარი მეორე აფეთქება იყო. ქალაქს ამ დრომდე „ალ ქაიდა“ აკონტროლებდა.