ჯამალას ხმით მსოფლიოს უკრაინელი ხალხი ელაპარაკებოდა

ჯამალას ხმით მსოფლიოს უკრაინელი ხალხი ელაპარაკებოდა

დღეს ჯამალას ხმით მსოფლიოს უკრაინელი ხალხი ელაპარაკებოდა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ევროვიზიიის კონკურსში უკრაინელი მომღერლის, ჯამალას გამარჯვებას.

„ეს არის წარმოუდგენელი გამოსვლა და გამარჯვება. უკრაინა მთელი გულით გიხდის მადლობას“, - წერს პოროშენკო ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

გუშინ, „ევროვიზია-2016“-ის ფინალში ეთნიკურმა ყირიმელმა თათარმა, უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ გაიმარჯვა. მისი სიმღერა 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციას ეძღვნება.