აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული პრესა იტყობინება.
მედიის ცნობით, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აზერბაიჯანში გუშინ ჩავიდა.