დერბენტში პოლიციის თანამშრომლებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

დერბენტში პოლიციის თანამშრომლებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

დაღესტნის ქალაქ დერბენტში პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ”ბი-ბი-სი”-ს ცნობით , ისლამისტებთან დაკავშირებულ საინფორმაციო სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში გამაგრებულმა ოთხმა დაეშის მებრძოლმა კრიმინალური სამსახურის ტყვედ აყვანილი უფროსი მოკლა. ორმხრივ სროლას კიდევ ორი სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი მძიმედ დაშავდა.

გასული წლის ბოლოს ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დერბენტში მომხდარ კიდევ ერთ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა. ტერორისტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

გასული წლის ივლისში დაეშს შეიარაღებული დაჯგუფება „იმარატ კავკაზი“ შეუერთდა, მათ ჩრდილოკავკასიის ტერიტორია საკუთარი მოქმედების არეალად გამოაცხადეს.