უკრაინა რუსეთის საზღვარზე „კედლის“ მშენებლობას გეგმავს

უკრაინა რუსეთის საზღვარზე „კედლის“ მშენებლობას გეგმავს

უკრაინა რუსეთის საზღვარზე „კედლის“ მშენებლობას გეგმავს. ლუგანსკის ოლქში საზღვრის გამაგრებისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები უკვე დაიწყო. განცხადება ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში უკრაინის მინისტრის მოადგილემ გეორგი ტუკამ „112 უკრაინას“ ეთერში გააკეთა.

„ მესაზღვრეებს ვესაუბრე და შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაოები უკვე დაიწყო. ადგილზე გეოლოგებისა და გეოდეზების ჯგუფები უკვე მივიდნენ. ამ დროისთვის ნიადაგის შესწავლა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაკისრებულ მოვალეობას ორი ჯგუფი ასრულებს“, - განმარტა გეორგი ტუკამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თუ დაფინანსების საკითხი გეგმის მიხედვით წარიმართა, „კედლის“ მშენებლობა 2018 წლისთვის დასრულდება.