პრემიერი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს

პრემიერი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუ იქნება წინაპირობები, ის რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

კითვაზე, განიხილავს თუ არა პირდაპირ დიალოგს რუსეთის ლიდერებთან, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თუ ასეთი საუბრი შედგება, ეს ძალიან პრინციპული საუბრი იქნება და არ იქნება კომპრომისები ფუნდამენტურ საკითხებში.

"პირდაპირი დიალოგის პირობები უნდა არსებობდეს. უნდა იყოს მომწიფებული რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები. ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, თუ ამის მზაობას დავინახავდი რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი დიალოგი შედგეს. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ასეთი მზაობა არ ჩანს. გამომდინარე იქედან, რასაც ჩვენ ვხედავთ - ცხინვალის რეგიონის მიერ დაანონსებული რეფერენდუმი, 9 ადამიანის დაკავება ორი დღის წინ საჩხერის რაიონში, გალის რაიონში ქართული ენის სწავლების შეზღუდვა და ა.შ. სამწუხაროა და ვიცით, რომ რუსეთის ზეგავლენის გარეშე, არ ხდება ასეთი რაღაცები და ვიცით, რომ ახლა, ამის წინაპირობა არ არსებობს, მაგრამ თუ ასეთი საუბარი შედგება,  ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს იქნება ძალიან პრინციპული საუბრი. არ იქნება კომპრომისები ჩვენს ფუნდამენტურ საკითხებში“, - განაცხადა პრემიერმა "ქრონიკის" სტუდიის პირდაპირ ეთერში.