საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ვარშავის სამიტზე წავა.
მისი თქმით, არანაირი მიზეზი იმისა, რომ სამიტზე თინა ხიდაშელი არ წავიდეს, არ არსებობს.
"კარგი იქნება, თუ ვარშავის სამიტზე თინა წავა. მან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია წინა პერიოდში. არანაირი მიზეზი იმისა, რომ თინა არ წავიდეს, თუ მას სურვილი ექნება რა თქმა უნდა, არ არსებობს. როგორც ვიცი მან თქვა, რომ სურს წასვლა“, - განაცხადა პრემიერმა "ქრონიკის" სტუდიის პირდაპირ ეთერში.