არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის პრინციპული, არსად არ გადის კონტროლსა და ფილტრს

არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის პრინციპული, არსად არ გადის კონტროლსა და ფილტრს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში არაფორმალური მმართველობა არ არის.

"ქრონიკის სტუდიის" პირდაპირ ეთერში მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან ადამიანური ურთიერთობა აქვს, რაშიც არაბუნებრივი არაფერია.

პრემიერ-მინისტრმა, ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას, კითხვითვე უპასუხა.

"არაბუნებრივი ის არ არის, რომ ოდესის გუბერნატორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის, საქართველოში პარტიას მართავს? ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვეღარ მართავს, მაგრამ მცდელობები აქვს. უმცირესობის ლიდერი როდესაც ქვეყნის გარედან იმართება, ეს არ არის არაფორმალური მმართველობა? ჩემზე როდესაც არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვამბობ - არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის პრინციპული, არ გადის კონტროლს-ფილტრს არსად. ბიძინა ივანიშვილთან მე მაქვს პატივისცემითი დამოკიდებულება, მაქვს ადამიანური ურთიერთობა, რომელიც 2006 წლიდან გრძელდება, რაშიც არაბუნებრივი არაფერია. ეს არ არის არაფორმალური მმართველობა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.