"8 სექტემბერს რომ გადავმგდარიყავი, ფაქტიურად, ერთი თვე მთავრობის გარეშე იქნებოდა ქვეყანა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ქვეყანაში ეს ვაკუუმს შექმნიდა.

საარჩევნო კოდექსი არ შეგზღუდავთ, რომ წარმართოთ საარჩევნო კამპანიის პროცესი და ამასთანავე იყოთ პრემიერი, უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ ეს იქნება საკანონმდებლო ნორმა, რომელიც პირადად თქვენზე იქნება მორგებული, - მიმართა ქრონიკის სტუდიის წამყვანმა პრემიერს. 

ის აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს ქვეყანაში ვაკუუმს შექმნიდა.

"არავითარ შემთხვევაში, ეს არის პრაქტიკა ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში და პირიქით, არა მხოლოდ უხერხულობას, ძალიან დიდ ვაკუუმს შექმნიდა,  რომ პრემიერი გადამდგარიყო. მოგეხსნებათ, 8 ოქტომბერს არის არჩევნები, 8 სექტემბერს, მე რომ გადავმგდარიყავი, ფაქტიურად, ერთი თვე მთავრობის გარეშე იქნებოდა ქვეყანა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა პრემიერმა "ქრონიკის" სტუდიის პირდაპირ ეთერში.