სააქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ყველა ლიდერს, ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი ხელწერა უნდა ჰქონდეს.
"ქრონიკის სტუდიის" პირდაპირ ეთერში, გიორგი კვირიკაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, სადაც ამბობს, რომ "ის არ არის ყველა ლიდერი".
"რა თქმა უნდა, განსხვავებული ვარ და ვფიქრობ, ყველა ლიდერი იმისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რომ ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი ხელწერა ჰქონდეს. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გამორჩეული ხელწერა მქონდეს. მე პატივს ვცემ ადამიანებს, პირდაპირ გეტყვით, მიყვარს ნებისმიერი ადამიანი მანამ, სანამ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენს",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.