პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ ინსტიტუციურ ურთიერთობებში და იმ კულტურაში, რომელიც მკვიდრდება, ალბათ, არასწორი იქნება, რომ პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას.
ჟურნალისტის რეპლიკაზე - პრეზიდენტი პრემიერის მისამართით სიმპათიას იჩენს, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ეს სასიამოვნოა.
"გიორგი მარგველაშვილი, როგორც ხედავთ, მისი მოქმედებიდან გამომდინარე, არც ერთი პარტიის მიმართ არ იჩენს სიმპათიას. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ იმ ინსტიტუციურ ურთიერთობებში და იმ კულტურაში, რომელიც ჩვენთან მკვიდრდება, ალბათ, არასწორი იქნება, რომ პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას და ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა "ქრონიკის" სტუდიის პირდაპირ ეთერში.